რეზონანსი
(09.02.2026)

მარნეული-სადახლოს გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა 8 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა. "მარნეულინიუსის" ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ავარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილია 43 წლის ადილხან გორადალოვი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე