რეზონანსი
(09.02.2026)

გორში 48 წლის კაცის ავტომობილი დაწვეს, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით - შსს

ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით, ორი პირი: 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1995 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.მ. დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით,  ბრალდებული მ.ნ. კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს და მის ოჯახის წევრებს.

შსს ამბობს, რომ აღნიშნული კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა მ.მ.-სთვის, რომელმაც გ.გ-ს ავტომანქანის დაზიანება განიზრახა, ცეცხლი წაუკიდა.

მ.ნ. და მ.მ. ბრალდებულის სახით უკვე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე