რეზონანსი
(06.02.2026)

მოტოციკლით ავარიას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში Marketer ge ავრცელებს:

„ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, საქართველოს შემოქმედებითმა ინდუსტრიამ და მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული მარკეტერი. ადამიანი, რომლის სახელსაც უამრავი გაბედული და შთამაგონებელი პროექტი უკავშირდება. ვასკა იყო საკომუნიკაციო სააგენტო Supermarket-ისა და ღვინის ბრენდ „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელი. კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებული და ჟიურის წევრი. ვასკა იყო ადამიანი, რომლის შთაგონებით თაობები უნდა აღზრდილიყო. მარკეტერის გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს“, - აღნიშნულია Marketer.ge-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე