რეზონანსი
(06.02.2026)

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მილანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. იგი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს.
როგორც პრეზიდენტი წერს, იგი, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. „საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა“, - წერს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



