რეზონანსი
(06.02.2026)

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, აღმასრულებელი დირექტორის ბორგე ბრენდეს სავარაუდო კავშირის გამო ჯეფრი ეპშტეინთან, დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ბორგე ბრენდეს ეპშტეინთან ახლო ურთიერთობა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდეს ეპშტეინთან სამი საქმიანი ვახშამი ჰქონდა. ის აგრეთვე მას ელექტრონული ფოსტითა და ტექსტური შეტყობინებებით უკავშირდებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



