რეზონანსი
(02.02.2026)

საქართველოში აკრედიტებული საელჩოები „იმედის“ მიერ გაგზავნილ წერილზე უკვე მესამე დღეა დუმან.

"ქრონიკამ“ ევროკავშირის წარმომადგენლობას, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს შემდეგი კითხვით მიმართა:

„გაგიციათ თუ არა გრანტი თქვენ ან თქვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფონდებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე“.

ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ „იმედი LIVE“ -შიც ისაუბრა და შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარმოადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე