რეზონანსი
(30.01.2026)

მარნეულში, რამდენიმე ბოთლი ალკოჰოლური სასმლის მოპარვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი „მარნეულინიუსი“ ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ ყიზილაჯლოში, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მოხდა. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
წყარო: „მარნეულინიუსი“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



