
2025 წელი ნამდვილად იყო ბევრი რეკორდული ციფრით სავსე. მაგალითად შემოსავლების თვალსაზრისით. არასდროს ტურიზმის ინდუსტრიიდან ამდენი თანხა აკუმულირებული არ ყოფილა, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „დღის ქრონიკაში“.
„2025 წელი ნამდვილად იყო ბევრი რეკორდული ციფრით სავსე. მაგალითად შემოსავლების თვალსაზრისით. არასდროს ტურიზმის ინდუსტრიიდან ამდენი თანხა აკუმულირებული არ ყოფილა ერთობლივად. ტურისტული ვიზიტების მხრივ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი. მაჩვენებლების შიგნით განსაკუთრებულად მზარდი ტენდენცია იყო. ბრიტანეთიდან გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი. 2025 წელს რამდენი ევროპული პასპორტის მქონე ადამიანიც ჩამოვიდა საქართველოში, ამდენი ტურისტი არ ყოფილა ევროპიდან“, - აღნიშნა ომიაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



