რეზონანსი
(28.01.2026)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ფრთხილი მიდგომა გამოხატა ირანისა და მისი მთავრობის შესაძლო ცვლილების პერსპექტივის მიმართ.
„თქვენ საუბრობთ რეჟიმზე, რომელიც ძალიან დიდი ხანია ხელისუფლებაშია“, - ასე უპასუხა რუბიომ ტეხასელი „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯონ კორნინის კითხვას. „ასე რომ, ეს მოითხოვს ძალიან ბევრ და ფრთხილ ფიქრს, თუკი ასეთი შესაძლებლობა ოდესმე დადგება“.
რუბიომ სამხედრო მზადყოფნა აღწერა, როგორც თავდაცვითი ღონისძიება არეულობის დროს, თუმცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს სამხედრო დარტყმებითაც დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობიან მომიტინგეებს დახოცავენ ან დაკავებულების სიკვდილით დასჯას ექნება ადგილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



