რეზონანსი
(26.01.2026)

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 25 წლის რობა კაკონაშვილი წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან არის.

მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის პრობლემა გახდა.

გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიმართავს.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე