რეზონანსი
(24.01.2026)

რუსთავში, მოზარდის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის მოზარდს დანით ჭრილობა ხელის არეში მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე