რეზონანსი
(24.01.2026)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, 27-ე მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“. კანადელებმა „პორტლენდი“ სტუმრად 110:98 დაამარცხეს.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც 35 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მამუს ანგარიშზე 6-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და 9-დან 6 ორქულიანია.

22 ქულით, სანდრო „ტორონტოს“ ბომბარდირი გახდა, 20-20 ქულა ჰქონდათ ქუიქლისა და ინგრემს.

46 მატჩიდან 27 მოგებით, „რეპტორსი“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 26 იანვარს, „ოკლაჰომასთან“ სტუმრად გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე