რეზონანსი
(24.01.2026)

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 988 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 79 დოლარით ზრდაზე მიუთითებს.

Gold Price-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში ოქრო 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო ერთ თვეში 9.6%-ით გაძვირდა. ამასთანავე, წლიურად ძვირფასი ლითონის ფასი 77%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 441 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 23 იანვარს 1 გრამის ფასი 431 დოლარი იყო, რაც დღის ჭრილში ოქროს 10 ლარით გაძვირებაზე მიუთითებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე