რეზონანსი
(23.01.2026)

51-ე სკოლასთან დაკავებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულმა სასამართლოზე სიტყვითაც ისარგებლა.
"გულწრფელად რომ გითხრათ, გონი დავკარგე. თავი მეგონა ერაყში, ბრძოლის ველზე და პანიკაში ვიყავი. განცდა მქონდა, რომ უბედურება ხდებოდა და ვყვიროდი, არ მომკარებოდნენ. მადლობელი ვარ, რომ იქვე დამაკავეს... წინა შემთხვევაც განაჩენი რაზეცაა... ახლა თითქოს გამოვჯანმრთელდი... წამლებს ვიღებდი, მაგრამ ვარჯიში ისე მეხმარებოდა, დოზას მოვუკელი" - თქვა მან.
კაცი 51-ე სკოლასთან 22 იანვარს დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



