რეზონანსი
(23.01.2026)

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჯონდი ბაღათურიამ, დავით ოსეფაშვილმა და კახაბერ მაისურაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საყოველთაო სახალხო გამოკითხვის, პლებისციტის ჩატარების ინიციატივა დაარეგისტრირეს.

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.

„ჩვენ ვნახეთ, ნატო-ში გაწევრიანების სურვილმა რა შედეგები მოუტანა უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, როგორი „მადლიერებით“ დააფასა ევროკავშირმა და ნატო-მ საქართველოს ერთგულება და ის თავგანწირვა, რაც საქართველომ ამ 35 წლის განმავლობაში გაიარა. შესაბამისად, დაე, ხალხმა გადაწყვიტოს სურს თუ არა ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე