რეზონანსი
(22.01.2026)

სპეცოპერაციის დროს, გორში, ოჯახის წევრი ცუდად გახდა. შემდეგ კი - გარდაიცვალა. როგორც ,,ქართლის ამბებს" აცნობეს, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ცუდად, შვილის დაკავების მცდელობის დროს, გახდა. შემთხვევა 3 დღის წინ გორში მოხდა. 

შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება სპეცოპერაციას, პრესსამსახურის ცნობით,  ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

qartli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე