რეზონანსი
(22.01.2026)

კესარია აბრამიძის დედა შვილის მკვლელობის შემდეგ პირველად გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში. გულისა აბრამიძე კესარიას გარდაცვალების დღეს იხსენებს:

„არ ამბობდა რომ რთულ სიტუაციაში იყო. გვიყვარს ერთმანეთიო ამბობდა. ასეთი სიტუაცია თუ იყო მე არ ვიცოდი. იმიტომ არ მეუბნებოდა, რომ არ მენერვიულა. დიდ ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ სულ ვეუბნებოდი, ეს არ არის შენი საქმე. სულ უხეში მიმართვები ჰქონდა ამ ბიჭს, ჩვენსავით თბილი და ადამიანური არ იყო. კესო ამბობდა რომ უყვარდათ ერთმანეთი.

ბოლომდე უნდა გაეზიარებინა მეგობრებისთვის სიმართლე. რომ უხეში იყო. არ იქცეოდა კარგად. ისეთი ძლიერი იყო რატომ დამალა არ ვიცი. ასეთი პოპულარული ადამიანი ხარ და არ გინდა სააშკარაოზე გამოიტანო პირადი. შეიძლება ეს საკუთარი თავის პატივისცემისთვის გააკეთა. შეყვარებულებს სულ რაღაც აქვთ

უსიამოვნება, თუმცა ასე დეტალებში არაფერი ვიცოდი.

საშინელება იყო ის დღე, მე შოკში ვიყავი, არ უთქვამთ მომატყუეს თითქოს საავადმყოფოში იწვა. ძალიან ძნელია ამის გაგრძელება, უკვე არ მინდა", - თქვა გულისა აბრამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე