
დონალდ ტრამპის მორიგი მუქარის ფონზე, ირანი შეერთებულ შტატებს ღიად აფრთხილებს - საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი შესაძლო თავდასხმას „ყველაფრით" უპასუხებს, მაშინ როცა რეგიონში აშშ-ის ავიამზიდის გადაადგილება სამხედრო ესკალაციის რისკებს კიდევ უფრო ზრდის.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მუქარა გაიმეორა,შეერთებული შტატები გააფრთხილა და განაცხადა: თეირანი „ყველაფრით გიპასუხებთ, თუ ჩვენზე თავდასხმა განახლდება", არაღჩის გამაფრთხილებელი განცხადება, სამშაბათს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა.
„ჩვენს ძლიერ შეიარაღებულ ძალებს არ ეშინიათ, თუ ჩვენზე თავდასხმა განახლდება, ყველანაირი იარაღით უპასუხებენ".
საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ იყო „მუქარა", „არამედ რეალობა, რომლის ნათლად გადმოცემაც მჭირდება, რადგან, როგორც დიპლომატი და ვეტერანი, მე მძულს ომი".-დასძინა მან.
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი:„ტოტალური დაპირისპირება, რა თქმა უნდა, სასტიკი იქნება და გაცილებით დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ის ფანტაზიური ვადებია,
აღნიშნა, , რომ „ტოტალური დაპირისპირება, რა თქმა უნდა, სასტიკი იქნება და გაცილებით დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ის ფანტაზიური ვადებია, რომელთა წარდგენასაც ისრაელი და მისი მოკავშირეები თეთრ სახლში ცდილობენ. ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს ფართო რეგიონს და გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივ ადამიანებზე".
შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანმა საჰაერო სივრცე დახურა, (სავარაუდოდ, აშშ-ის თავდასხმის მოლოდინში- წერენ გავლენიანი გამოცემები).
გარდა ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ს ავიამზიდმა- USS Abraham Lincoln-მა, რომელიც ბოლო დღეებში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იმყოფებოდა, სამშაბათს მალაკას სრუტეში გაიარა, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანეს შორის დამაკავშირებელი საკვანძო წყალსადენია.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს იმის დადასტურებისგან, რომ ავიამზიდების საიერიშო ჯგუფი ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა, მისი ინდოეთის ოკეანეში ყოფნა ნიშნავს, რომ რეგიონში შესვლამდე მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი.- წერს „ალ-ჯაზირა".
ტრამპის მუქარა
მოგეხსენებათ,არაღჩის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპმა გაფრთხილება გაიმეორა, რომ თუ ირანი არ დამშიდდება ,მაშინ, ტრამპის თქმით „აღიგვება პირისაგან მიწისა"
„თუ რაღაც მოხდება, მაშინ მთელი ქვეყანა აფეთქდება. მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა NewsNation-თან ინტერვიუში.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მუქარის გაგრძელების შემთხვევაში მას აშშ-ის მოქმედებისთვის „ძალიან მკაცრი მითითებები" აქვს გაცემული.
- ტრამპი: „თუ რაღაც მოხდება, მაშინ მთელი ქვეყანა აფეთქდება. მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ"
ასევე, ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას ირანის მუქარაზე ძლიერი პასუხი უნდა გაეცა.
„პრეზიდენტმა პრეზიდენტი უნდა დაიცვას. მე მუქარას გადამწყვეტ პასუხს გავცემდი, მაშინაც კი, თუ ის პრეზიდენტის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული", - აღნიშნა ტრამპმა.
სამშაბათს, აიათოლა ალი ხამენეის წინაშე არსებული ნებისმიერი საფრთხის საპასუხოდ, ირანელმა გენერალმა აბოლფაზლ შეკარჩიმ განაცხადა, რომ ტრამპმა უკვე იცოდა, რომ თუ სიტუაცია შეიცვლებოდა,თეირანი თავს არ შეიკავებდა.
„ტრამპმა იცის, რომ თუ ჩვენი ლიდერისკენ აგრესიის ხელს გაიწვდიან, ჩვენ ამ ხელს მოვაჭრით და ეს მხოლოდ სლოგანი არ არის", - იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია შეკარჩის ციტირებით. „ ჩვენ მათ სამყაროს ცეცხლს წავუკიდებთ და რეგიონში უსაფრთხო თავშესაფარს არ დავუტოვებთ".- განაცხადა, ირანელმა გენერალმა.
სასიკვდილო პროტესტები
ირანში ძალადობა,რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის დროს დაიწყო, ჯერ კიდევ, არ დასრულებულა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პროტესტების დროს დაღუპულთა რაოდენობის დასაზუსტებლად ისევ მუშაობენ.. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 4,519-ს მიაღწია, ხოლო 26,300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
კვირას, რეგიონში მყოფმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა „როიტერსს" განუცხადა, რომ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პროტესტების დროს მინიმუმ 5,000 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ირანის ხელისუფლება ხშირად ადანაშაულებს არეულობაში უცხო ძალებს და დიდი ხნის გეოპოლიტიკურ მეტოქეს - ძირითადად ისრაელსა და აშშ-ს არასტაბილურობის წაქეზებასა და ადგილზე ოპერაციების წარმართვაში ედავება.
ინტერნეტის გათიშვის მიუხედავად, ირანიდან გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ იყენებენ უსაფრთხოების ძალები ცეცხლსასროლ იარაღს უიარაღო მომიტინგეების წინააღმდეგ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



