რეზონანსი
(20.01.2026)

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე" შეფერხება იყო. როგორც „პრაიმტაიმს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამის მიზეზი მატარებლის ვაგონში გაჩენილი დაკვამლიანება გახდა.
„მატარებლის ბოლო ვაგონში იყო დაკვამლიანება, ტექნიკური მიზეზის გამო, 5-10 წუთი გაგრძელდა შეფერხება. ეს მატარებელი მოიხსნა ხაზიდან და შევიდა ჩიხში", - განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, მატარებლები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



