რეზონანსი
(20.01.2026)

 ევროპარლამენტი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გასული წლის ივლისში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ დაიდო.

ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების" ჯგუფის ლიდერი ადასტურებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაყინვასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიღწეულია „უმრავლესობის შეთანხმება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე