რეზონანსი
(20.01.2026)

 ევროპარლამენტმა გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი, დონალდ ტრამპის ბოლო მუქარების შემდეგ - ამის შესახებ ინფორმაცია, დღეს, სამშაბათს პარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაადასტურეს.

პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს „უმრავლესობის შეთანხმება", რომ გაიყინოს შარშან აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა S&D-ის (სოციალ-დემოკრატების) ჯგუფის პრეზიდენტმა, გარსია პერესმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე