რეზონანსი
(20.01.2026)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად კიევის მასობრივი დაბომბვის გამო არ ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის კორესპონდენტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„ერთ-ერთი უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გასულ ღამეს მასირებული რუსული დარტყმების შემდეგ ჯერ კიევში რჩება და დავოსში არ ჩადის. ზელენსკი შეიძლება გაემგზავროს დავოსში, თუ მას ტრამპთან ორმხრივი შეხვედრა ექნება და „კეთილდღეობის ხელშეკრულებას“ მოაწერს ხელს“, - დაწერა ჟურნალისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე