რეზონანსი
(20.01.2026)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პოსტზე ყოფნის ცოტა დრო დარჩა, რის შემდეგაც ის თანამდებობას დატოვებს. ასე გამოეხმაურა ტრამპი საფრანგეთის უარს, ღაზის მშვიდობის საბჭოში წევრობის შესახებ.
ერთ-ერთმა რეპორტიორმა თეთრი სახლის ლიდერს ჰკითხა: „რას ფიქრობთ მაკრონის განცხადებაზე, რომ ის არ შეუერთდება „მშვიდობის საბჭოს“?, რაზეც ტამპმა უპასუხა: „ეს თქვა? ის არც არავის სჭირდება, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს. მის ღვინოებსა და შამპანურს 200-პროცენტიან ტარიფებს დავუწესებ და ის შემოგვიერთდება“, - განაცხადა ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



