რეზონანსი
(20.01.2026)

16-წლიანი ლოდინის, ბრძოლისა და ემიგრაციაში გატარებული რთული წლების შემდეგ, პროდიუსერ რეზიკო არჩვაძეს და მომღერალ თამუნა ამონაშვილს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარები, სახელად იონა და მელანია, ქვეყანას 1-ელ სექტემბერს მოევლინნენ.
მომღერალი ნოე სულაბერიძის გადაცემის, „ნოესთან“ სტუმარი იქნება, რომლის ეთერშიც განვლილ ცხოვრებისეულ სირთულეებზე ისაუბრებს.
„ახლაც მბურძგლავს. ამის იქით ქალისთვის არაფერი არ არსებობს. ძალიან დიდი ტკივილი მაქვს დღემდე, რომ მამა გარდაცვლილიც ვერ ვნახე“, – აღნიშნა თამუნა ამონაშვილი გადაცემის ანონსში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


