რეზონანსი
(19.01.2026)

სოციალურ ქსელში სიძე-პატარძლის ლამაზი კადრები ვრცელდება. მათ ფოტოსესიის ავტორი Andria Photography ავრცელებს.
"ქართველი სიძე, კენიელი პატარძალი და კავკასიის მთებში. მათი პირველი შეხვედრა თოვლთან.
სიყვარულს საზღვრები არ აქვს - არც ქვეყნებს, არც კლიმატს, არც კულტურას. დღეს მან პირველად დაინახა თოვლი, და მე დავიჭირე ის მომენტი, როცა სამყარო ცოტათი უფრო ჯადოსნური გახდა," - წერს ფოტოგრაფი.
მისი თქმით, ფოტოსესია დაბა კოჯრისკენ, აზეულას მთაზეა გადაღებული.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


