
რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.
ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.
"არასოდეს, არც ერთი წამით არ მქონდა დაშვებული ჩემს ტვინში, რომ ოჯახი დამენგრეოდა. არის რაღაცები, რაც თავისთავად დაშვებულია, რომ, აი, ოდესღაც გარდავიცვლებით... მაგრამ ცხოვრების ეს ნაწილი, ოჯახის შექმნა, ჩემი გეგმის ნაწილი იყო და ეს გეგმა რომ ჩამოვწერე, 18 წლის ვიყავი. 29 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. გათხოვების შემდეგ ერთი კვირის მანძილზე თამარაშვილზე, ჩემს სახლში დავდიოდი, რადგან, ზოგადად, მიჭირს სიახლეების მიღება. განქორწინების გადახარშვაც ძალიან რთული იყო. ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული, იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს ჰგონია.
ილია არის 8 წლის, კატო 4 - წლის. ილია არის გენიალური ადამიანი. კატოზე რომ ვიყავი ორსულად, რაღაცნაირი პროტესტი მქონდა მუცელში, მე ისე მიყვარს ილია, ვინ უნდა გაჩნდეს, მასზე მეტად რომ შემიყვარდეს-მეთქი. ძალიან მიყვარს კატო და ილია.
სხვამ ვინ? ისევ მე უნდა შემოვუძახო საკუთარ თავს - "ადექი, დროა!" და ასეც ვიქცევი, მაგრამ ზოგჯერ შესვენების პერიოდებიც მაქვს. მაგალითად, ჩემ მიმართ იმხელა "ჰეითი", სიძულვილის ტალღა იყო, რასაც მიჩვეული არ ვიყავი, "იმედში" მუშაობის გამო. სადაც უნდა ვწოლილიყავი და რაც უნდა მეკეთებინა, არასდროს მიგრძნია მანამდე ეს ყველაფერი. ბოლოს ვთქვი, ხალხოო, ჩამოყალიბდით, "ნაცი" ვარ თუ "ქოცი" და მერე მეც გამაგებინეთ-მეთქი. ამ პერიოდს დაემთხვა ოჯახის ამბებიც და ცოტა ხანს ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი.
მოვიკითხავ სანდროს, ჩემი მეგობარია აწი უკვე", - ამბობს რუსკა მაყაშვილი ვიკა ბუკიას პოდკასტში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


