რეზონანსი
(19.01.2026)

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში. 17 იანვარს, ნუკრი მახარაძე ავტომანქანით ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. რა დროსაც, სავარაუდოდ, ცუდად გახდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის გარდაცვლილი დახვდა.

"გურიანიუსის" ინფორმაციით, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი მამას შეატყობინეს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

"ჩემი უსაყვარლესი და ყველაზე ახლობელი ოჯახი დაიქცა! ბადრი ბიძია და ნუკრი ერთად წავიდნენ იმიერში…

გაიგო შორენამ ეს შემზარავი ამბავი და ახლა მივეცი უფლება თავს,რომ გამომეხატა მწუხარება,რომელმაც ჩამიგდო გული და სული!…

ძალიან,ძალიან მიყვარდა ორივე… გამორჩეულად! ნათელში იყოს მათი სული!.. მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!

უფალმა გაანათლოს და სასუფეველი დაუმკვიდროს ორთავეს… ჩემი კეთილი,გულიანი, საყვარელი ადამიანები!" - წერს სოციალურ ქსელში სამების მკვიდრი იამზე ჟღენტი.

წყარო: გურიანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე