რეზონანსი
(18.01.2026)

 „სუხიშვილების" მოცეკვავე ნინუკა შარაშიძე, რომელიც ანსამბლის კონცერტს სტუმრის სტატუსით დაესწრო სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს. როგორც შარაშიძე აღნიშნავს, „სუხიშვილებმა" კიდევ ერთი ისტორია და

„არის სცენები, რომლებიც უბრალოდ სცენები არ არის, ისინი ისტორიაა. Carnegie Hall-ი სწორად ასეთია ბოლოს ნიუ-იორკში 2017 წელს ვიყავი-მაშინ მეც სცენაზე ვიდექი, როგორც მოცეკვავე. დღეს ანსამბლის კონცერტს ვესწრები კარნეგი ჰოლში სხვა სტატუსით, მაგრამ იგივე ემოციითა და სუნთქვით. სუხიშვილებისთვის დღევანდელი დღე მხოლოდ კონცერტი არ არის , ეს ქართული ცეკვის ისტორიული აღიარებაა, გზა, რომელიც თაობებმა ერთად გამოვიარეთ.

ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია იმის შეგრძნება, რომ ამ ისტორიის პატარა, მაგრამ ნამდვილი ნაწილი ვარ. მადლობა ჩემს ანსამბლს-ჩემს დიდ ოჯახს იმ შესაძლებლობისთვის, რომ დრო გავაჩერო, წარსულს შევეხო და კვლავ ვიგრძნო ის ძალა, რაც სუხიშვილებს ყოველთვის ჰქონდათ-გააერთიანონ ადამიანები, სცენა და ისტორია ერთ ცოცხალ ემოციად. ამაყი ვარ მადლიერი ვარ და სულ ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვიქნები," - წერს ნინუკა შარაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე