რეზონანსი
(18.01.2026)

სანქციები ვენის კონვენციის დამრღვევი ელჩების მიმართ, ადმინისტრაციული სასჯელები და დარღვევის გამეორებისთვის დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება - "მემარცხენე ალიანსი" პეტერ ფიშერს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკური პარტიის წევრებმა ბრიფინგი ცოტახნის წინ გამართეს და გერმანელი დიპლომატი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში, რევოლუციური პროცესების წახალისებასა და დაფინანსებაში დაადანაშაულეს.
"მემარცხენე ალიანსის" თქმით, მნიშვნელოვანია, მტრულად განწყობილი და არაფორმალური ძალების მიერ მართული ქვეყნების ელჩებისა და საელჩოების ქმედებები სათანადოდ შეფასდეს და მკაცრი რეაგირება მოხდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



