რეზონანსი
(17.01.2026)

ევროკავშირი არ ემსახურება ევროპელი ხალხისა და ევროპის სახელმწიფოების ინტერესებს. აღმოჩნდა, რომ ევროკავშირი ემსახურება ევრობიუროკრატიისა და იმ დიდი მოთამაშეების ინტერესებს, რომლებიც ცდილობენ მსოფლიო პოლიტიკა თავის ხელში აიღონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
„ჩვენ ახლა ამას „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დიდი კორპორაციები, რომლებიც ფაქტობრივად, წარმართავენ მსოფლიოს პოლიტიკას, როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპის. ისინი მსოფლიოს პოლიტიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



