რეზონანსი
(17.01.2026)

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როკითში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები.

ცხედარი ქუთაისში, ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

„ინფო იმერეთს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: „ინფო იმერეთი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე