რეზონანსი
(17.01.2026)

დანიაში, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოპენჰაგენში დემონსტრანტები მსვლელობას მართავენ და გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებს აპროტესტებენ.
დემონსტრაცია, სახელწოდებით - „ხელები შორს, გრენლანდიისგან“, დანიის დედაქალაქის მერიის წინ მიმდინარეობს.
დღის ბოლომდე, საპროტესტო აქციები დანიის სხვა ქალაქებსა და გრენლანდიაზეც გაიმართება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



