გაეროში აშშ-ის ელჩი: ირანთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედრო ინტერვენციაც
რეზონანსი
(16.01.2026)

ხუთშაბათს, გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედრო ინტერვენციაც.
„კოლეგებო, ნება მომეცით მკაფიოდ გითხრათ: პრეზიდენტი ტრამპი საქმის კაცია და არა დაუსრულებელი საუბრების, რასაც ჩვენ აქ, გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში ვხედავთ“, - აღნიშნა უოლცმა.
„მან მკაფიოდ განმარტა, რომ სასაკლაოს შესაჩერებლად ყველა ვარიანტი განიხილება. და ეს არავინ იცის იმაზე უკეთ, ვიდრე ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობამ“, - განაცხადა ამერიკელმა ელჩმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



