რეზონანსი
(16.01.2026)

კესარია აბრამიძის დედა, შვილის მკვლელობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მკვლელობისთვის დაპატიმრებული და მსჯავრდადებულია კესარიას პარტნიორი ბექა ჯაიანი.

„ის ცოცხალია ჩემთვის და იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე… ველოდები წუთებს… აქ რომ მოვედი, ალბათ, კესარიამ მომცა ძალა, რომ მოვსულიყავი. მე ჩემი შვილით დღესაც ვამაყობ – კესარია მარტო მაკიაჟი და ჩაცმა არ იყო...

დიდ ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ მე ის ბიჭი არ მომწონდა“, – აღნიშნავს კესარიას აბრამიძის დედა ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემის ანონსში.

კითხვას, არის თუ არა განაჩენით კმაყოფილი, მან უპასუხა:

„კი, რა უნდა მას გარეთ, მზის სინათლეზე...“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე