რეზონანსი
(16.01.2026)

უკრაინაში კორუფციული საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი: იულია ტიმოშენკო, რომელიც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ქრთამის აღებასა და გაცემაში არის ეჭვმიტანილი, აცხადებს, რომ მას ყველა საბანკო ანგარიში გაუყინეს. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს, გირაოს გადახდას კი მისივე თქმით, გაყინული საბანკო ანგარიშების გამო ვერ ახერხებს.

ასევე, კორუფციულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი. ანდრეი ერმაკმა თანამდებობა გამოძიების დაწყების შემდეგ დატოვა, თუმცა, მაშინ მაღალჩინოსანი აცხადებდა, რომ ჯარში წავიდოდა და ქვეყნის დასაცავად ფრონტზე იბრძოლებდა. ბოლო ცნობებით, ამ თხოვნით ერმაკს არცერთი გაწვევის ცენტრისთვის არ მიუმართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე