რეზონანსი
(16.01.2026)

ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი, უკრაინის ხელისუფლებას ფაშისტური რეჟიმი უწოდა. აღნიშნული განცხადება ტიმოშენკომ სასამართლო სხდომაზე გააკეთა, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.

ოპოზიციონერის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ ის რომც გააძევოს ქვეყნიდან, ის არსად წავა და სამშობლოში დარჩება.

„მე ვიქნები აქ მანამ, სანამ ქვეყანა თავისი შინაარსით ამ ფაშისტური რეჟიმისგან არ გათავისუფლდება“, - განაცხადა ტიმოშენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ „ბატკივშჩინას“ ლიდერი კორუფციაში ამხილა. მისი პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე