მარიამ ვეკუა
(16.01.2026)

ევროპული ქვეყნები გრენლანდიაში სიმბოლურ, მაგრამ პოლიტიკურად დატვირთულ სამხედრო მოქმედებას იწყებენ - არქტიკაში ნატოს ყოფნის გასაძლიერებლად, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრატეგიულ კუნძულზე პრეტენზიებს კვლავ ღიად აყენებს. რისთვის ემზადება ევროპა და რითი ხსნიან ევროპული სახელწმიფოები მცირე სამხედრო ნაწილების გრენლანდიაში განლაგებას?

ოფიციალური პირების ცნობით, გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში მცირერიცხოვანი ფრანგული სამხედრო კონტინგენტი ჩავიდა, რადგან რამდენიმე ევროპული სახელმწიფო მცირე რაოდენობით ჯარისკაცებს ეგრეთ წოდებულ სადაზვერვო მისიაში აგზავნის, წერს ბიბისი.

ეს განლაგება, რომელშიც გერმანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთიც მოაწილეობენ, იმ დროს ხდება, როცა პრეზიდენტი ტრამპი არქტიკულ კუნძულზე (რომელიც დანიის ნახევრად ავტონომიური ნაწილია), პრეტენზიებს აძლიერებს.

  • ფრანგი დიპლომატი: „ეს პირველი წვრთნებია... ჩვენ აშშ-ს ვაჩვენებთ, რომ ნატო ადგილზეა"

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კონტინგენტი „სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო აქტივებით" მალე გაძლიერდება

დიპლომატმა ოლივიე დარვორმა მას ძლიერი პოლიტიკური სიგნალი უწოდა.: „ეს პირველი წვრთნებია... ჩვენ აშშ-ს ვაჩვენებთ, რომ ნატო ადგილზეა".

პუავრ დარვორმა ბიბისის უთხრა, რომ საფრანგეთის თავდაპირველ განლაგებაში 15 ადამიანი მონაწილეობდა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა ოთხშაბათს, მას შემდეგ რაც დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ რეჟიმი ჩაიარა, ორ მხარეს შორის „ფუნდამენტური უთანხმოება" ისევ იყო, მოგვიანებით კი დანიის საგარეო საქმეთ მინისტრმა, ტრამპის მცდელობები გრენლანდიის მისაკუთრებაზე ღიად და მკაცრად გააკრიტიკა.

„ეს საერთოდ მოქმედებს აშშ-ს მიზანზე"

ამასობაში, ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება". ოთხშაბათს საღამოს კი დასძინა, რომ, მისი აზრით, დანიასთან რაღაცის მოგვარება შესაძლებელია.

„პრობლემა ის არის, რომ დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიის ოკუპაცია სურს, მაგრამ ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს გასულ კვირას ვენესუელასთან დაკავშირებითაც გაირკვა".

ხუთშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას, თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ გრენლანდიაში დამატებითი ევროპული ჯარების განლაგება პრეზიდენტის მიერ არქტიკულ ტერიტორიაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას არ მოახდენს

მან დასძინა: „ეს საერთოდ არ მოქმედებს მის მიზანზე, რაც გრენლანდიის შესყიდვას გულსიხმობს".

რისთვის ემზადება ევროპა?

საინტერესოა, როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, პოლონეთი არ გეგმავს გრენლანდიაში ევროპული სამხედროების განლაგებას შეუერთდეს, თუმცა დასძინა, რომ იქ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ჩარევა „პოლიტიკური კატასტროფა იქნება".

  • ტუსკი: „ნატოს წევრის ტერიტორიაზე კონფლიქტი ან ანექსიის მცდელობა ნატოს სხვა წევრის მიერ სამყაროს დასასრულია"

„ნატოს წევრის ტერიტორიაზე კონფლიქტი ან ანექსიის მცდელობა ნატოს სხვა წევრის მიერ სამყაროს დასასრულია," - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, გრენლანდია ნატოს დამოუკიდებელი წევრი არ არის. თუმცა, იგი ნატოს ფარგლებში არის დაცული, რადგან გრენლანდია შედის დანიის სამეფოს შემადგენლობაში, ხოლო დანია ნატოს წევრია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ფინეთი, არც მეტი არც ნაკლები, ორ სამხედრო ოფიცერს აგზავნის.

„ამჟამად ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ კონკრეტულად არაფერს განვიხილავთ", - უთხრა ბიბისის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იანე კუუსელამ. ფინეთი ასევე არქტიკული ქვეყანაა და კუუსელას თქმით, მიზანი მოკავშირე ტერიტორიის დაცვის გაძლიერება იყო.

გერმანიასაც ხუთშაბათს ნუუკში სატრანსპორტო თვითმფრინავი 13 ჯარისკაცისგან შემდგარ კონტინგენტთან ერთად უნდა გაეგზავნა, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ისინი გრენლანდიაში მხოლოდ შაბათამდე დარჩებოდნენ.

შეგახსენებთ, დანიის თავდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის მთავრობასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში გრენლანდიის გარშემო სამხედრო თავდაცვა გაიზრდება, რათას ნატოს „კვალი არქტიკაში როგორც ევროპული, ასევე ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სასარგებლოდ" გაძლიერდეს.

მანამდე მაკრონმა, საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისადმი ახალი წლის მიმართვაში განაცხადა, რომ ევროპელებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ გრენლანდიის მიმართ, „რადგან ეს ტერიტორია ევროკავშირის საკუთრებაა და ის ასევე ნატოს ერთ-ერთი მოკავშირეა".

რუსეთი შეშფოთებულია

ამასობაში ბელგიაში რუსეთის საელჩომ არქტიკაში მიმდინარე მოვლენებზე „სერიოზული შეშფოთება" გამოთქვა და ნატო „მოსკოვისა და პეკინის მხრიდან მზარდი საფრთხის ცრუ საბაბის გამოყენებასა" და სამხედრო ძალის გაძლიერებაში დაადანაშაულა.

ახლა ნატოს ევროპული კონტინგენტი კუნძულზე მხოლოდ რამდენიმე ათეული პერსონალისგან შედგება, დანიის ხელმძღვანელობით ერთობლივი წვრთნების, ოპერაცია „არქტიკული გამძლეობის" ფარგლებში ტარდება. მიუხედავად სიმბოლური შინაარსისა, ჯერ არ არის ნათელი, ევროპული კონტიგენტი გრენლანდიაში რამდენ ხანს დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე