
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.
განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოში გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ქვეყანაში. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ ამ ჰიდრორესურსების, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის ჩვენთვის, რომ განვავითაროთ ეს სექტორი. ჩვენ განსაკუთრებული გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით ენერგოსექტორის განვითარებისთვის, ეს არის ჩვენი არსებული გეგმა 2026 წლის განმავლობაში. გვინდა, რომ გენერაციის წარმადობა 2.5-ჯერ გაიზარდოს. ეს არის ამბიციური გეგმა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები. ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებისთვის საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ინვესტიციების მოზიდვაზე მზისა და ქარის ენერგიის სფეროში.
„ასევე, შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტიციები მზისა და ქარის ენერგიის სფეროში და გეგმაც არსებობს ამისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განხორციელებული მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამ თემასთან დაკავშირებით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სრული თვითკმარობა შევქმნათ 2036 წლისთვის და ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ გამომუშავებული ენერგია. ამისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს და მიმაჩნია, რომ ეს პერსპექტივა 2036 წელს იქნება გამოყენებული და ექსპორტზე გავალთ ევროპულ ბაზარზე", - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ასოცირების შეთანხმების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან..
- „ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას
ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და განუხრელად მივყვებით ასოცირების შეთანხმების დათქმებს. ამ მხრივ გვექნება მდგრადი რეფორმები განხორციელებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



