რეზონანსი
(14.01.2026)

ტაილანდში, სამგზავრო მატარებელს სამშენებლო ამწე დაეცა, რის შედეგადაც, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, მატარებელი, რომელშიც სულ მცირე 195 ადამიანი იმყოფებოდა, ბანგკოკიდან ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში მიემართებოდა.

მედიის ცნობით, კატასტროფის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 წლის ბავშვია. ტაილანდის სახელმწიფო რკინიგზის გუბერნატორს ავარიის მიზეზის გამოძიება დაევალა.

მედიის ცნობით, სასიკვდილო სამშენებლო შემთხვევები ტაილანდში ხშირია, ნაწილობრივ სტანდარტებისა და რეგულაციების არასათანადო აღსრულების გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე