რეზონანსი
(14.01.2026)

ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას ვეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა. ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ თეირანი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის, მაშინ აშშ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს.

„ჩინეთი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებასა და მუქარას არ ეთანხმება“, - აღნიშნა მაო ნინმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე