
მამუკა ლაბუჩიძის მხრიდან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება მიზნად არ ყოფილა, - განუცხადა ჟურნალისტებს ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის ბრალდებულის, მამუკა ლაბუჩიძის ადვოკატმა. აიჰან ჰასანლის თქმით, დეტალებზე დასკვნით სიტყვაში ისაუბრებენ.
„მამუკა ლაბუჩიძეს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას. კარის ჯანჯღარი არ ნიშნავს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას. მამუკა ლაბუჩიძის მხრიდან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება მიზნად არ ყოფილა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 12 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



