რეზონანსი
(13.01.2026)

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო პოლონეთში ყოფილ გენპროკურორზე, ზბიგნევ ზიობროზე დევნის საკითხის განხილვას ეხმაურება, რომელმაც უნგრეთში თავშესაფარი მიიღო.
„სიგიჟეა, რომ პოლონეთის იუსტიციის მინისტრი ჩვენ გვასწავლის დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და მართლმსაჯულებას. თქვენ დევნით ყველას, ვინც მთავრობისგან განსხვავებულად ფიქრობს. ცდილობდით ოპოზიციონერი დეპუტატების ციხეში ჩასმას და მათ იძულებით კვებასაც კი. სამართლის უზენაესობა პოლონეთში კრიზისშია, ხოლო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბრიუსელი თქვენ არ გაკრიტიკებთ, არის ის, რომ თქვენ ლიბერალურ მეინსტრიმს ემსახურებით“ , - აცხადებს სიიარტო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



