რეზონანსი
(13.01.2026)

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ ყოფილ მეგობრაზე, ია ფარულავაზე ისაუბრა:
„ყველაფერი, რაც ჩემზე თქვა, იყო ამაზრზენი ტყუილი. ყველაფერი მაგისთვის მინდოდა. მე მეგონა, ჩემი მეგობარი იყო და გული მწყდება. ბავშვობიდან მე მაქვს აუტოფობია, მეშინია მარტოობის.
ყველამ ვისაც პატივი ვეცი, ერთი ადგილი მაჩვენა. ეს არის ჩემი ბედი, ყველა ასე მექცევა. ჩვენი შერიგება გამორიცხულია“, - თქვა ციცინო შურღაიამ გადაცემაში "სარკასტიკა".
ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას შორის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრები იყვნენ, კონფლიქტი გარკვეული პერიოდის წინ დაიწყო. ბინასთან დაკავშირებით, რომელიც ციცინო შურღაიამ მსახიობისგან შეიძინა, პარალელურად დაპირისპირება თანხის გამოც დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


