რეზონანსი
(12.01.2026)

ფაქტია, რომ ევროკავშირმა ნებაყოფლობით დაკარგა თავისი სუბიექტურობა და დაადგა გაკოტრების გზას, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" წევრმა, დავით ქართველიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირი გაუფასურდა და გახდა მარიონეტი.

„ფაქტია, რომ ევროკავშირმა ნებაყოფლობით დაკარგა თავისი სუბიექტურობა და დაადგა გაკოტრების გზას. მან წლების განმავლობაში „დიფ-სთეითს", ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიას გადასცა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სუბიექტის ბერკეტები. ის გაუფასურდა და გახდა მარიონეტი. მას დღეს სუბიექტურობას მოწყვეტილი ორგანიზაციის ფსონი და ადგილი აქვს, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამჯობინებს, ევროკავშირში შემავალ ზოგიერთ ქვეყანასთან პირდაპირი ურთიერთობები დაამყაროს და გააძლიეროს ის ფრთა, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ ცენტრალური, ან აღმოსავლეთ ევროპა, სადაც უკვე ბევრი ქვეყანა შედის. დღეს ზუსტად ამ ქვეყნებიდან ისმის იმედგაცრუება და მოთხოვნა, საგარეო საქმეთა ევროკომისრის ჩანაცვლებისა, თუ თანამდებობრივი საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. ყველამ ნათლად დაინახა სადამდე მივიდა ევროკავშირი. ის დაადგა ტრანსფორმაციის გზას. ევროკავშირი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის წარმოდგენილი, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ჩვენ ვართ მოწმენი ევროპის კონტინენტზე ძალიან საინტერესო პროცესების განვითარების", - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე