რეზონანსი
(12.01.2026)

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა". ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუმინეთსა და უკრაინას შორის მოქცეული მოლდოვა რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნე გახდა.

„თუ რეფერენდუმი გაიმართება, მე რუმინეთთან გაერთიანებას დავუჭერდი მხარს", - განაცხადა სანდუმ ბრიტანულ პოდკასტში ინტერვიუს დროს.

„შეხედეთ, რა ხდება დღეს მოლდოვის გარშემო. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში", - განმარტა სანდუმ და დასძინა, რომ „მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, სულ უფრო რთულია დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა, და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა".

მიუხედავად პირადი მხარდაჭერისა, სანდუმ აღნიშნა, რომ რუმინეთთან გაერთიანებას მოლდოვის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს.

გამოკითხვების მიხედვით, მოლდოველთა დაახლოებით ორი მესამედი გაერთიანების წინააღმდეგია, მაშინ როდესაც ამ იდეის მხარდაჭერა რუმინეთში უფრო მაღალია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე