რეზონანსი
(12.01.2026)

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

რობერტა მეცოლას განცხადებით, „საქმე ისე ვერ გაგრძელდება, როგორც ადრე".

„მაშინ, როდესაც მამაცი ირანელი ხალხი საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას აგრძელებს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატიურ და სხვა წარმომადგენელს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს", - წერს მეცოლა X-ზე.

მისი თქმით, ევროპარლამენტი „ხელს არ შეუწყობს რეჟიმს, რომელიც არსებობას წამების, რეპრესიებისა და მკვლელობების მეშვეობით აგრძელებს"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე