რეზონანსი
(12.01.2026)

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, გლდანის რაიონში ათეულობით ქუჩიდან უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი და ნივთები გაიტანეს.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში და მიმდებარედ სარემონტო ნარჩენის, ავტომობილების მეორადი ნაწილების, საბურავების, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ დაარღვიონ კანონი და არ განათავსონ სამშენებლო/ინერტული ნარჩენი ურნებში ან ურნებთან.

ასეთი ტიპის ნარჩენის გატანის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე