რეზონანსი
(12.01.2026)

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოზურ­გეთ­ში ადა­მი­ან­თა ჯგუფს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - "გუ­რი­ის მო­ამ­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იყო “ქურ­დულ გარ­ჩე­ვა”, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რა­საც შსს-ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

შემ­თხვე­ვა, ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, მდი­ნა­რე ბჟუ­ჟის სა­ნა­პი­რო­ზე მოხ­და.

"რო­გორც მე ვიცი, ინ­ცი­დენტს წინ უძღო­და ახალ­გაზ­რდებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მოხ­და. აწ გარ­დაც­ვლილ ბაგ­რატ შა­რა­ში­ძეს ოზურ­გეთ­ში მარ­კე­ტი ჰქონ­და. მის შვი­ლიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და თა­ნა­ტო­ლებ­თან. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ბი­ჭე­ბი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად მდ. ბჟუ­ჟის პი­რას, ოზურ­გე­თის გა­ნა­პი­რა მხა­რეს შეხ­ვდნენ. ბაგ­რატ შა­რა­ში­ძე შვი­ლიშ­ვილს ახ­ლდა, მე­ო­რე მხა­რეს კი წარ­მო­ად­გენ­და, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, შა­რა­ში­ძეს აი­ძუ­ლებ­დნენ, პო­ლო­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ოზურ­გე­თე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის და­ე­რე­კა. რად­გან ბაგ­რატ­მა ეს არ მო­ი­სურ­ვა, ამი­ტომ მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტარი თავ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­არ­ტყა და მერე ჰა­ერ­ში გა­ის­რო­ლეს. ბაგ­რატს სტენ­ტი­რე­ბა ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და და კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად, სა­ვა­რა­უ­დოდ, გულ­მა ვერ გა­უძ­ლო, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე - დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს თა­ნამ­შრო­მე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია", - განუცხადა "ამბებს" წყა­რომ.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით შსს, რო­გორც პრეს­ცენ­ტრში გვი­თხრეს, ქურ­დულ გარ­ჩე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, კონ­ფლიქ­ტში კი არა შსს-ს, არა­მედ სხვა უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მა­თი­ვე თქმით, ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას მომ­ხდარ­ზე მალე გა­ავ­რცე­ლე­ბენ.

წყარო: www.ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე