რეზონანსი
(12.01.2026)

ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის უინსტონ ჩერჩილია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით შესაძლო ჩანაცვლებაზე.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ვის დანიშნავენ თავმჯდომარედ, მათ ვერაფერი უშველით.

„აბსოლუტურად განადგურებულ მდგომარეობაშია მოძალადე პარტია და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული პროცესებისთვის და ა.შ. ახლა ვის დანიშნავენ თავმჯდომარედ, მათ ვერაფერი უშველით, ვერაფერი გადაარჩენთ. წინ აქვთ კიდევ სასამართლო პროცესი. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, საჩივარი გვაქვს შეტანილი „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით.

ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის უინსტონ ჩერჩილია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“ - არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე