რეზონანსი
(11.01.2026)

ირანში საპროტესტო აქციების დროს, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, დაღუპულთა შორის 490 მომიტინგეა, 48 კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ 10 600 ადამიანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე